იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ საწირეში 64-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა.
ახალი საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით ადგილობრივები 200-ზე მეტ კერძო და სახელმწიფო სერვისს უმოკლეს დროსა და კომფორტულ გარემოში მიიღებენ.
გახსნის ცერემონიის პარალელურად, სოფელი საწირეს საზოგადოებრივ ცენტრში საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა.
გამოფენაზე საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტები გამოიფინა, რომლებიც ჩვენი ქვეყნის 1918-1921 წლების ისტორიულ მოვლენებს ასახავს.