საფრანგეთში საქართველოს ელჩის განცხადებას თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით, ეხმაურება ვიცე-პრემიერი და კულტურის მინისტრი. „დიპლომატი და ჯარისკაცი ერთი და იგივე პროფესიაა, ნამდვილი დიპლომატი იმ იარაღს, რომელიც მისცეს, ქვეყნის წინააღმდეგ არ ატრიალებს. ასეთი საქციელებით ვერ ხდებიან ლევან მიქელაძეები. აქ თვით ანალოგიაც კი მკრეხელობაა! ვწუხვარ და ვგმობ ამ საქციელს და მრცხვენია, რომ მშრომელი, სერიოზული ადამიანი თავს უფლებას აძლევს, საკუთარი თავი ზეზვაზე უფრო დიდ ევროპელად გამოაცხადოს და საკუთარ სახელმწიფოს თითი დაუქნიოს. ფეხი რამეს არ წამოკრათ ამ ერთმანეთთან შეჯიბრსა და რბოლაში. ერთმანეთთან, რადგან მე, ჩვენ და ჩვენნაირებს შეჯიბრი, ვთვლით, რომ არ გვჭირდება. ჩვენ სხვა გამოწვევები გვაქვს“- წერს წულუკიანი.