საქართველოს ვიცე-პრემიერი და კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ბუდაპეშტში უნგრეთის ვიცე-პრემიერს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს ელჩი უნგრეთში თამარ ლილუაშვილი. თეა წულუკიანმა და ჟოლტ შემიენმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები და გეგმები განიხილეს როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში, ასევე ევროპული ინტეგრაციის გზაზე. უნგრეთის ვიცე-პრემიერმა კულტურის მინისტრს კვლავაც დაუდასტურა მხარდაჭერა და გამოხატა მზადყოფნა, მხარი აქტიურად დაუჭიროს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.