პარიზში, საქართველოსა და საფრანგეთის კულტურის მინისტრებს შორის შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა განიხილეს როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, ასევე, სამუზეუმო და საფესტივალო სფეროებისა და სახელოვნებო განათლების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები და ორი ქვეყნის თანამშრომლობის გეგმები. ასევე ყურადღება გაამახვილეს სამუზეუმო და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და დაცვისთვის საჭირო განათლებასა და პროფესიულ მომზადებაზე.