ქალაქ რუსთავში ახალი ციხის მშენებლობის გამო მიმდინარე პროტესტს იუსტიციის მინისტრი ეხმაურება. თეა წულუკიანი ამბობს, რომ ულტიმატუმის ენას ვერ მიიღებს, თუმცა კონსულტაციებისთვის მზად არის.
მინისტრის ინფორმაციით, ის ამ საკითხზე უკვე შეხვდა ქვემო ქართლის გუბერნატორს და ქალაქ რუსთავის მერს.
შეგახსენებთ, ლოზუნგით „არა ციხეს“ ჭყონდიდელის დასახლების მცხოვრებლები რუსთავში საპროტესტო აქციას უკვე რამდენიმე დღეა მართავენ. ადგილობრივების თქმით, ახალი ციხის ღობე დასახლებულ პუნქტთან 30 მეტრშია და ისინი თავს უსაფრთხოდ ვეღარ იგრძნობენ.
აქციის მონაწილეებმა იუსტიციის მინისტრს ციხის მშენებლობის შესაჩერებლად გუშინ 24-საათიანი ვადა მისცეს.