თეა წულუკიანის სიტყვით გამოსვლა გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი საკუთარი მოხსენებით გამოვიდა. მან მსოფლიო ასპარეზზე ქართველი სპორტსმენების წარმატებაზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა მუზეუმების რეაბილიტაციაზე და მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე.