„სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის“ 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა გააცნო დეპუტატებს სახელმწიფო მინისტრმა.
თეა ახვლედიანმა მოხსენება სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე წარადგინა. აღნიშნული მიზნად ისახავს სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში განსახორციელებელ ქმედებათა განხილვას ქვეყნის არაქართულენოვან მოქალაქეებში. მათ შორის სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლებას და განათლების გაუმჯობესებას. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, რომელზეც სახელმწიფო მინისტრმა კითხვებსაც უპასუხა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელთა მოსაზრებები მოისმინა.