სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის საქმიანობის შეჯამება

12:20, 27.03.2024

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის ფარგლებში 2023 წელის საქმიანობა შეაჯამა.

შეხვედრაზე სახალხო დამცველთან არსებულ ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ექსპერტებისა და აკადემიური წრეების, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოსა და პარტნიორი საჯარო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, განიხილეს სამოქალაქო ინტეგრაციის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული თითოეული თემატური მიმართულებით მიღწეული შედეგები და პროგრესი. აუდიენცია სამხრეთ კავკასიაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით ჩატარდა.

 

მსგავსი