„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს. მათ ხელფასი პირველი იანვრიდან გაეზრდებათ, თუმცა მოხდება თუ არა ანაზღაურების გაზრდა 50%-ით, რასაც გაფიცული თანამშრომლები ითხოვდნენ, ეს ჯერ-ჯერობით უცნობია. რაც შეეხება დანარჩენ ექვს მოთხოვნას, მათი დაკმაყოფილება პერიოდულად 15 დღის განმავლობაში მოხდება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა მუშაობა განაახლეს.
მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურნენ თბილისის მერიაში. ვიცე მერის განცხადებით, თანამშრომლების პრეტენზიები და მერიის გეგმები თანხვედრაშია და აღნიშნული პროცესები პოლიტიკური პარტიების მიერ იყო მართული.