ხელფასის მომატების მოთხოვნით, ამ დრომდე გაფიცულია „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების ნაწილი. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების ნაწილმა კი, პროტესტი შეწყვიტა. ამ ინფორმაციას თავად დამსაქმებელი კომპანია ავრცელებს. პროტესტის მონაწილეები ამ დრომდე რჩებიან „თბილსერვისის“ ოფისთან.