„თბილისური რეტროსპექტივის“ პრეზენტაცია გაიმართა დედაქალაქის საკრებულოში. ალბომზე მუშაობისას, გამოცემის ავტორებმა, არქიტექტურის დოქტორმა მამუკა სალუქვაძემ და ეთნოლოგიის დოქტორმა მირიან ხოსიტაშვილმა აღრიცხეს და დაამუშავეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული მდიდარი საარქივო მასალა. გააერთიანეს არქივებში არსებული ისტორიული დოკუმენტები, მათ შორის თბილისის ისტორიული რუკები. ალბომი გათვლილია თბილისის ისტორიით, კულტურით, არქიტექტურითა და ურბანული განვითარებით დაინტერესებულ საზოგადოებაზე, სპეციალისტებზე, ქვეყნისა და ქალაქ თბილისის სტუმრებზე.