თბილისის მერი საკრებულოში

კახა კალაძეს თბილისის საკრებულოში ხვალ ელოდებიან. თბილისის მერი დეპუტატების წინაშე ყოველწლიური ანგარიშით წარდგება და იმ საკითხებზე ისაუბრებს, რომელიც მერიისთვის 2022 წელს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. თბილისის საკრებულოს მმართველი გუნდი, ხვალ, ოპოზიციისგან დესტრუქციულ ქმედებებს ელოდება, თავად ოპოზიცია კი, კახა კალაძის მისამართით მწვავე შეკითხვების დასმას აანონსებს.