ფირზე ასახული პირველი ახალი წელი

პირველი ქართული ტელევიზიის, საქართველოს პირველი არხის არქივი ინახავს სხვადასხვა წლების საზეიმოდ მორთული დედაქალაქისა თუ ღონისძიების ამსახველ მასალას. საახალწლოდ უჩვეულო დიდთოვლობას თბილისში, პირველ სატელევიზიო მილოცვას და ევროპულ სტილში მორთულ საშობაო ხეს დედაქალაქში. ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ევროპიდან შემოვიდა და მას შობის ხე ერქვა.

ჩვენი ჟურნალისტები საქართველოს „ეროვნულ ბიბლიოთეკაში“ და „ეროვნულ არქივში“, ახალი წლის თემაზე დაცულ საარქივო მასალას გაეცნენ და რეპორტაჟში მოგვიყვებიან, როგორ ხვდებოდნენ სხვადასხვა ეპოქაში ახალი წლის შემოსვლას საქართველოში, როგორ ეხმაურებოდა მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის პრესა ამ დღესასწაულს და როგორი იყო საზოგადოების განწყობა.

საარქივო მასალით მოთხრობილი სხვადასხვა ეპოქის ახალი წელი, ნახეთ ანა მასხარაშვილისა და კაკო გურგენიშვილის რეპორტაჟში.