თბილისში საქართველო-ჩინეთის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს. ღონისძიება “ერთი სარტყელი ერთი გზა – ქართული ბიზნესსახლი” სავაჭრო-სამრეწველო პალატის პროექტია. შეხვედრას ჩინეთის ქალაქ გუანჯოუდან ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენლებიც ესწრებიან.
ქართულ-ჩინური სავაჭრო ურთიერთობების ფარგლებში დაგეგმილია ჩინეთში, “დუთი ფრის” ქართული მაღაზიების გახსნა. როგორც ჩინური კომპანიის წარმომადგნელებმა აღნიშნეს, ისინი არამხოლოდ ღვინით, არამედ სხვა ქართული პროდუქციითაც დაინტერესდნენ.