თბილისში საგაზაფხულო გამწვანების სამუშოები გრძელდება. დედაქალაქის მერი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
4 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე სპეციალისტების მიერ შერჩეული 800-მდე სხვადასხვა სახეობის ფორმირებული ბუჩქი დაირგო.
რუსთაველის გამზირზე გაისხლა ხეები და მოწესრიგდა მწვანე თარგები, გამოიცვალა 1500 კვადრატული მეტრი მწვანე საფარი, მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო 11 000 ძირზე მეტი დეკორატიული მცენარე.
გამწვანების აქცია 26 მაისამდე დასრულდება.