სადღესასწაულო დეკორაციები, ინსტალაციები და მრავალფეროვანი პროგრამა – ორბელიანის მოედანზე საახალწლო სოფელი საზეიმო კონცერტით გაიხსნა.
სადღესასწაულო სივრცე ათონელის ქუჩაზე და 9 აპრილის სკვერშია მოწყობილი. იქვე განთავსდა თოვლის ბაბუს სახლიც. დღეიდან სამი კვირის განმავლობაში საახალწლო სოფლის სტუმრებს სხვადასხვა ღონისძიება და გასართობი აქტივობა ელოდებათ.