დედაქალაქის მასშტაბით ქვისგან დამცავი ბადეების მონტაჟი მიმდინარეობს.
სამუშაოებს თბილისის მერის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური აწარმოებს. დღეს პროცესი დასრულდა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდის პანდუსთან და ასევე ორპირისა და სანაპიროს ქუჩებზე.
კონსტრუქცია სპეციალური საღებავით დაიფარა, რაც საექსპლოატაციო ვადას 50 წლამდე ახანგრძლივებს.
სამუშაოებისათვის ბიუჯეტიდან დაახლოებით 855 ათასი ლარი დაიხარჯა.