მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლეს თბილისში. სტუმრებს სიტყვით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მიმართა.
ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყნისთვის მშვიდობის შენარჩუნება მიმდინარე ოკუპაციისა და გამოწვევების ფონზე ყოველდღიურ ამოცანას წარმოადგენს.
ღონისძიებაზე მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნის კონფლიქტებსა და კრიზისებზეც ილაპარაკეს. შეხვედრას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ღონისძიება ბერლინის კედლის დანგრევის 30 წლისთავსაც მიეძღვნა.