თბილისში „ინტერმარიუმ კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2019“ გაიხსნა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობასა და კიბერთავდაცვის შესაძლებლობების განვითარების პროცესში საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებლობაზე ისაუბრა.
საერთაშორისო კონფერენციაზე ნატო-სა და ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები კიბერუსაფრთხოების განმტკიცების საკითხებზე, კიბერსაფრთხეებთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისა და კიბერინციდენტებზე რეაგირების ეფექტიანობის გაზრდის გზებზე მსჯელობენ.