თბილისში, გლდანის რაიონში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს თბილისში, გლდანის რაიონში. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. მოკლული 30 წლამდე ასაკის პირია. როგორც შემთხვევის ადგილზე აცხადებენ, ჩხუბი ან რაიმე სახის დაპირისპირება არ დაუნახავთ, ერთ-ერთმა ადგილობრივმა მხოლოდ ის შენიშნა, რომ ახალგაზრდა დაეცა. ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილი მათი ეზოს მაცხოვრებელი არ არის და მას სავარაუდოდ,  ჭრილობა გულის არეში აქვს მიყენებული.