თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე სროლა იყო
თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე სროლა იყო

თბილისში, ვაკის რაიონში, აბაშიძის ქუჩაზე სროლა იყო.

როგორც პირველ არხს თვითმხილველმა განუცხადა, აბაშიძისა და არაყიშვილის ქუჩების კუთხეში მამაკაცმა სამჯერ გაისროლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში პირველ არხს განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.