ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის შემდეგ, თბილისში დღეს ნატო-ს სამხედრო კომიტეტს ელოდებიან. ვიზიტი ორ დღეს გაგრძელდება. დაგეგმილია სხდომაც, რომელსაც ავიაციის მთავარი მარშალი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი წარუძღვებიან.
ნატო-ს სამხედრო კომიტეტის წევრები შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარების შესახებ იმსჯელებენ. ხვალ კი დელეგაცია ვაზიანის სამხედრო ბაზას ესტუმრება და საბრძოლო მომზადების ცენტრს მოინახულებს. ასევე გაეცნობა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას, რომელიც შეერთებული შტატების მხარდაჭერით ხორციელდება.