თბილისში, ჩუბინაშვილის 30 ნომერში მცხოვრები დევნილები ეკონომიკის სამინისტროს მიმართავენ
თბილისში, ჩუბინაშვილის 30 ნომერში მცხოვრები დევნილები ეკონომიკის სამინისტროს მიმართავენ. ისინი კორპუსის საერთო მოხმარების ფართის დამტკიცებას ითხოვენ.
კორპუსში 37 ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ოთხი წელია ეკონომიკის სამინისტროსგან რეაგირებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, იმის გამო, რომ საერთო მოხმარების ფართი დამტკიცებული არ აქვთ, ამხანაგობა სარემონტო სამუშაოებს ვერ ახორციელებს.
დევნილები, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ეკონომიკის სამინისტროსთან აქციებს აანონსებენ.