დღეს და ხვალ დედაქალაქი თბილისობას ზეიმობს. ღონისძიებები წელს ორ ლოკაციაზე – რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანზე აღინიშნება. მოწყობილია დეკორაციები და ინსტალაციები, იმართება გასტრონომიული და ღვინის ფესტივალები, განთავსებულია სამეწარმეო მარკეტები და ღია კინოთეატრები. დღეს საღამოს კი დედაქალაქის მერი თბილისის საპატიო მოქალაქეებს დააჯილდოებს.
რა ღონისძიებებია დაგეგმილი დედაქალაქში – კესო ქაფიანიძის ჩართვა პირდაპირ ეთერში ორბელიანის მოედნიდან.