თბილისობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გრძელდება. უკვე მეორე დღეა დედაქალაქში, სხვადასხვა უბანში სპეციალურად მოწყობილია სივრცეები, იმართება კონცერტები, გამოფენები და პერფორმანსები. ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია ლეღვთახევი, სადაც ძველი თბილისი ფოტოებითა და ინსტალაციებით არის გაცოცხლებული.