გია ყანჩელის ხსოვნას ეძღვნება თბილისობის დღესასწაულის მთავარი გალაკონცერტი. ღონისძიება ორბელიანის მოედანზე საათზე მეტია, მიმდინარეობს. საღამო სწორედ დიდი მაესტროს შექმნილი კომპოზიციებით გაიხსნა. რის შემდეგაც, დააჯილდოვეს საპატიო თბილისელები. წელს ეს წოდება იმ ადამიანებს მიენიჭათ, რომლებიც 50 წელზე მეტია, საკუთარი საქმიანობით თბილისს ემსახურებიან. მათ შორის არის 81 წლის მეეზოვე, ასევე გარე განათების ოსტატი, ავტობუსის მძღოლი და ბაღის პედაგოგი. საპატიო თბილისელის ჯილდო გადაეცა ასევე თბილისის ყოფილ მერს, ნიკოლოზ ლეკიშვილს. ამ წუთებში კი გალაკონცერტი მიმდინარეობს.
მარიკა შალიკაშვილი დეტალებით.