თბილისის ვიცე-მერის განცხადება

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობებზე წინასწარ საუბრისგან თავს იკავებს თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე.

ხმალაძის განმარტებით, საუბარი იყო აღნიშნული ახალაშენებული კორპუსის ექსპლუატაციაში მიღებაზე, თუმცა ეს არაფერს ცვლის, რადგან მერიის მიერ ექსპლუატაციაში მიღება არც გაზის სისტემის უსაფრთხოებას ადგენს და არც უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობას. ამასთან, მისი თქმით, პასუხისმგებლობისა და თვითშეგნების, გულისხმიერების უფრო მაღალი გრძნობა უნდა გამოავლინონ როგორც კომპანიებმა, ისე მომხმარებლებმა.