თბილისის საკრებულოს სხდომა

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

დეპუტატებს მთავარი ფინანსური დოკუმენტის პრიორიტეტები და მიმართულებები ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ გააცნო.

მომავალ წელს თბილისის მერია მილიარდნახევარი ლარის დახარჯვას გეგმავს. კენჭისყრამდე დარბაზში დებატები მიმდინარეობდა. ოპოზიციის მტკიცებით, პროექტში ბიუროკრატიული ხარჯები გაზრდილია და სოციალური საჭიროებები ასახული არ არის. განხილვა პროტესტის ნიშნად დატოვეს გახარიას პარტიის წევრებმა. მომავალი წლის ბიუჯეტში რამდენიმე ახალი პროექტის დაწყებაც არის გათვალისწინებული, მათ შორისაა პენსიონრებისთვის წამლების ვაუჩერების გაცემა, სხვადასხვა ქუჩის რეაბილიტაცია, ასევე უსახლკარო ოჯახების დახმარების და ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამები.