ქალაქის მერიის განცხადება

თბილისის ვიცემერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ზონალურ-საათობრივი პარკირების არსებული ყველა შესაძლებლობა და ფასი უცვლელი რჩება. მისი განცხადებით, პარკირების სატარიფო პაკეტს მსურველებისთვის დაემატება მხოლოდ ვადიანი აბონემენტები, რაც უმეტესად ბიზნესსექტორისა და ორგანიზაციებისთვის არის გათვლილი. ხმალაძის განცხადებით, ვადიანი აბონემენტები ერთდღიანი, ერთთვიანი, ექვსთვიანი და ერთწლიანი პაკეტები იქნება, რომელსაც შესაბამისი საფასური ექნება.