ინტერვიუ ირაკლი ხმალაძესთან

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ თბილისის მერია ყველა იმ ობიექტს ამოწმებს, რომელზეც ექსპერტიზის დასკვნა კომპანია „მშენექსპერტმა“ გასცა. ამ ფირმის თანამშრომელი დოკუმენტის გაყალბებაშია ბრალდებული. მომხდარზე გამოძიება გრძელდება.

რა დასკვნებს აკეთებენ თბილისის მერიაში, – ამის შესახებ „მოამბის“ შეკითხვებს თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ უპასუხა.