ტურიზმის ინდუსტრიის ინოვაციების მსოფლიო ფორუმი 24-26 ოქტომბერს გაიმართება
24-დან 26 ოქტომბრის ჩათვლით, ტურიზმის ინდუსტრიის ინოვაციების ყოველწლიურ მსოფლიო ფორუმსა და ინვესტორ-სტარტაპების დამაკავშირებელ ღონისძიებას თბილისი უმასპინძლებს.
ფორუმის სახელწოდებაა „ველქამ ჩელენჯ”.
დაგეგმილი ღონისძიების შესახებ დღეს ორგანიზატორებმა და ხელისუფლების წევრებმა პრეზენტაცია გამართეს.
ფორუმი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ჩატარდება.