ანაკლიის პორტის პროექტში სახელმწიფოს თანამონაწილეობის გადაწყვეტილებას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ეხმაურებიან.
ოპოზიციურ სპექტრში მიიჩნევენ, რომ ანაკლიის პორტი აქამდეც უნდა აშენებულიყო და პროცესი შეგნებულად შეფერხდა. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, ახლა მნიშვნელოვანია ყურადღება პარტნიორ კომპანიებსა და სატენდერო პირობებზე გამახვილდეს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ მმართველ გუნდში. „ქართული ოცნების“ წევრების შეფასებით, ეს მომავალზე ორიენტირებული პროექტია, რომელიც ქვეყანას ძალიან სჭირდება.