მთავრობა „IDS ბორჯომი ინტერნეიშენალის“ მეწილეა

თითქმის ორთვიანი გაჩერების შემდეგ „ბორჯომი“ დიდი ალბათობით წარმოების განახლებას შეძლებს.

უკრაინის ომის გამო სანქცირებულთა სიაში მოხვედრილ რუს ინვესტორებს კომპანიის აქციების საკონტროლო პაკეტი აღარ აქვთ. აქციების თითქმის 8 %-ის მფლობელი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს მთავრობა ხდება. ეს კი აჩენს მოლოდინს, რომ უნდა განიმუხტოს ფინანსური კრიზისი, რომელიც კომპანიას მთავარი ინვესტორების სანქცირების შედეგად ანგარიშების გაყინვის გამო შეექმნა. ახალი კონტრაქტების პირობების მიუღებლობის გამო სამსახურიდან გაშვებული თანამშრომლები მოქმედი თანამშრომლების ნაწილთან ერთად გაფიცვას ახლაც განაგრძობენ. ახლა მთავარი კითხვაა, გაჩერებული ქარხნების ამუშავების შემდეგ დაკმაყოფილდება თუ არა გაფიცულთა მოთხოვნა და დააბრუნებენ თუ არა გათავისუფლებულ ადამიანებს მათთვის მისაღები პირობებით სამსახურში.

დატოვე კომენტარი