ისევ სადავო ხდება პროექტი, რომელზეც უკვე მილიონებია დახარჯული. თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის გარშემო მერიას დამატებითი კითხვები აქვს. სწორედ ეს პროექტია ერთ-ერთი იმ რამდენიმე საკითხიდან, რის გამოც მერიამ დედაქალაქის განვითარების გენერალური გეგმა დაიწუნა და დოკუმენტი ავტორებს შენიშვნებით უკან დაუბრუნა. ხარვეზების გასასწორებლად ახლა თვენახევრიანი ვადაა დათქმული. პარალელურად იწურება პრემიერ-მინისტრის მიერ სახელმწიფო უწყებებისთვის მიცემული 22-თვიანი ვადაც. მხარეები პროექტის იმ ნაწილზე ვერ თანხმდებიან, რომელიც ცენტრიდან სამგზავრო რკინიგზის გარეუბანში გადატანას ეხება.
სანდრო ჯუფალაკიანმა მოისმინა მხარეთა არაერთგვაროვანი პოზიციები.