2023 წლიდან წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იწყება.
პროექტი მიწისზედა და მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის განახლებას და კომუნიკაციების გამოცვლას გულისხმობს. შეიცვლება ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც, უპირატესობა, ჭავჭავაძის გამზირის მსგავსად, საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიენიჭება. მომავალ წელს თბილისის მერია 200 ერთეული ახალი ავტობუსის შემოყვანასაც გეგმავს, დაგეგმილი ტენდერი მუნიციპალური ტრანსპორტის განახლების ბოლო მასშტაბური ეტაპი იქნება.