მომავალი წლის დედაქალაქის ფინანსური დოკუმენტი 68 მილიონი ლარით იზრდება და ჯამში მილიარდ 7 მილიონი ლარი იქნება. ბიუჯეტის პირველად ვერსიას ამ წუთებში თბილისის საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ. წინასწარ ცნობილია, რომ 2024 წლის ბიუჯეტს ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნებათ, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ ის საზოგადოების ინტერესებზე არაა მორგებული, თუმცა ოპონენტების მოსაზრებებს მმართველ გუნდში არ იზიარებენ და განმარტავენ, რომ მომავალი წლის საფინანსო დოკუმენტში მთავარი პრიორიტეტს სოციალური პროგრამების დაფინანსება და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება წარმოადგენს.