პროგრამები ხანდაზმულების და შშმ პირებისთვის  

„კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო შეჩერებული სოციალური პროგრამები განახლდა.

სამთვიანი პაუზის შემდეგ სახელმწიფო მომსახურებას ისევ მიიღებენ შშმ პირები, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები და ხანდაზმულები. საუბარია სასიცოცხლოდ აუცილებელ სერვისებზე, რომლებსაც ბენეფიციარები სახლის პირობებში, ან სპეციალურ ცენტრებში იღებდნენ. თუმცა, სამთვიანმა წყვეტამ გარკვეული პრობლემები შექმნა.