თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღია კარის დღე გაიმართა.
აბიტურიენტებს და დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს რექტორი გიორგი შარვაშიძე და უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე შეხვდნენ.
2018 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტების მე-100 ნაკადს მიიღებს.
უნივერსიტეტის სტუდენტი 4000-მდე ახალგაზრდა გახდება.