თსუ-ში დედა ენის დღესთან დაკავშირებით, წიგნისა და ფილმის პრეზენტაცია გაიმართა
თსუ-ში დედა ენის დღესთან დაკავშირებით, წიგნისა და ფილმის პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დედა ენის დღესთან დაკავშირებით, წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

სახელმძღვანელო „1978, 14 აპრილი”, 40 წლის წინ, თბილისსა და ბათუმში, ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსის დასაცავად განვითარებული მოვლენებია ასახული.

წიგნი ზეპირ ისტორიებს, საარქივო მასალებს, ფოტოებსა და სტატიებს მოიცავს.

თსუ-ში ასევე გაიმართა დოკუმენტური ფილმის „1978 წლის აპრილის ქრონიკები“ პრეზენტაცია.

დოკუმენტურ ნამუშევარში 1978 წლის აპრილში, თბილისში განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია და ამ მოვლენების მონაწილეთა მოგონებებია აღწერილი.

1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, 14 აპრილს დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.