საარქივო ფილმები, უცხოელი რეჟისორები და კინომცოდნეები საქართველოში – თბილისი რიგით მესამე საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალის მასპინძლობისთვის ემზადება. წელს მეგობარი ქვეყნების ეროვნული არქივების წარმომადგენლები საზოგადოებას ფილმებს პირადად წარუდგენენ.
ფესტივალს გიორგი შენგელაიას კინოსურათი „ალავერდობა“ გახსნის, ჯამში კი 14 ქვეყნის ეროვნული არქივების ფილმები იქნება ნაჩვენები. ფესტივალი 17-დან 20 სექტემბრამდე გაგრძელდება.