საარქივო ფილმების ფესტივალი

ქართული ფესტივალის საერთაშორისო აღიარება.

ჯერ მხოლოდ ერთწლიანი ისტორიის მქონე საარქივო ფილმების ფესტივალს სხვადასხვა ქვეყნიდან საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ინფორმაცია განთავსდა „ფიაფის“, ანუ კინო-არქივების საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდზეც, რაც ნიშნავს, რომ შემოდგომაზე დაგეგმილ მეორე ფესტივალს უცხოეთიდან უფრო მეტი მონაწილე ეყოლება.

საერთაშორისო და პრესტიჟული საარქივო ფესტივალების გვერდით ადგილის დამკვიდრების შემდეგ, ორგანიზატორებიც ელოდებიან, რომ ფესტივალისადმი მეტი ინტერესი გაჩნდება. თბილისის საარქივო ფილმების მეორე ფესტივალი 2023 წლის ოქტომბერში გაიმართება.