საერთაშორისო კინოფესტივალი მესტიაში

სვანეთი კინოხელოვანების შეკრების ადგილად იქცევა.

რეგიონი მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების ფესტივალის მასპინძლობისთვის ემზადება. პროგრამა მრავალფეროვანია, 21-ქვეყნიდან ყველა ჟანრის ფილმი იქნება წარმოდგენილი.

ორგანიზტორები სვანეთში ბავშვებსაც ეპატიჟებიან. სპეციალურად მათთვის საბავშვო სექცია ცალკე მოეწყობა. დაგეგმილია საერთაშორისო ჟიურის მასტერკლასებიც. 17 დან 21 აგვისტოს ჩათვლით კინოჩვენებები მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში გაიმართება.