თბილისის რიგით მესამე ბაროკო ფესტივალი გრძელდება. ფესტივალი 7 ნოემბერს, ბერლინის ძველი მუსიკის აკადემიის კონცერტით გაიხსნა.
მუსიკალური წარმოდგენების გარდა, 2017 წლის პროგრამა მასტერკლასებს, სამეცნიერო და შემეცნებით ლექციებსაც მოიცავს.
დაგეგმილ ღონისძიებებს შორის ცნობილი უცხოელი მუსიკოსების: ფრანგი კლავესინი-სტის ჟან რონდოს, იტალიელი ჩელისტის დავიდე ამადიოსა და ფაგოტის იტალიელი შემსრულებლის სერჯიო აზოლინის მასშტაბური კონცერტებია.
თბილისის ბაროკო ფესტივალი 7 დეკემბერს დაიხურება.
გვანცა გიორგაძის სიუჟეტი.