თბილისში 7 ნოემბერს „ბაროკო ფესტივალი“ გაიხსნება

თბილისში ხვალ ბაროკო ფესტივალი გაიხსნება. ერთი თვის განმავლობაში, კონცერტებს რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზი უმასპინძლებს.

წლევანდელ ფესტივალზე ცნობილი ქართველი და უცხოელი მუსიკოსები დაუკრავენ. ფესტივალის განსაკუთრებული სტუმარია, მსოფლიოს საუკეთესო ორკესტრების ხუთეულში შესული ბერლინის ძველი მუსიკის აკადემია.

გაიმართება მასტერკლასები და შემეცნებითი ლექციებიც. ფესტივალს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და გოეთეს ინსტიტუტი წარმოადგენს.