საიუბილეო კონცერტი და პირველი ალბომის პრეზენტაცია – თბილისის ქალთა გუნდი არსებობის 10-წლიან ისტორიას და ნაყოფიერი შემოქმედებით საქმიანობას განსაკუთრებულად აღნიშნავს.
საღამოსთვის შედგენილი მრვალფეროვანი პროგრამა ქართული საგუნდო მუსიკის გარდა უცხოელი კომპოზიტორების ცნობილი ნაწარმოებების შესრულებას მოიცავს. რამდენიმე მათგანი პირველად აჟღერდება.
ალბომში, რომლის პრეზენტაციაც იგეგმება, სულ 10 კომპოზიცია შედის. გრანდიოზული საიუბილეო კონცერტით კი თბილისის ქალთა გუნდი 10 წლიან მოღვაწეობას შეაჯამებს. კონცერტი ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ კულტურულ ცენტრში პირველ ივნისს გაიმართება.