საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი

საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, კონცერტი გაიმართა თბილისის კონსერვატორიაში. მონაწილეობდნენ: ქუთაისის სამუსიკო სასწავლებელთან არსებული კამერული გუნდი, თელავის ქალთა კამერული გუნდი, ლიუბეკის კონსერვატორიის გუნდი და გორის ქალთა კამერული გუნდი. ფესტივალის მიზანია, განავითაროს ქართული საგუნდო მუსიკა, ხელი შეუწყოს საგუნდო-საშემსრულებლო ტრადიციების შენარჩუნებასა და მსმენელს გააცნოს საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე გუნდების შემოქმედება. საღამოს კულტურის მინისტრიც ესწრებოდა.