თბილისის მთავრობის სხდომა

სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, თბილისის მერია განაცხადების მიღებას დღეიდან იწყებს. მონაწილეობის მიღება სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიანი ოჯახისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებს შეუძლიათ. მთავარი პირობაა, რომ სტუდენტი თბილისში იყოს რეგისტრირებული და მაღალი აკადემიური მოსწრება ჰქონდეს. განაცხადების მიღება 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.