თბილისში M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა დილის 08:00-11:00 საათამდე და საღამოს 17:00-20:00 საათამდე შუალედში აიკრძალება. შეზღუდვა იმ ადგილებში იმოქმედებს, სადაც პიკის საათში ავტოტრანსპორტის გადაადგილება გართულებულია და არის საცობები. ეს შეზღუდვა არ იმოქმედებს შაბათ-კვირას, შრომის კოდექსით გათვალისწინებულ უქმე დღეებში და ასევე აგვისტოს თვეში. შეზღუდვა თბილისში პირველი იანვრიდან იწყებს მოქმედებას.