მუნიციპალური განვითარების ფონდი მომავალი წლიდან რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა განაცხადა. მისი თქმით, მოხდება არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია, დამონტაჟდება ახალი გარე განათებები, მოწესრიგდება შენობების ფასადები, შიდა და გარე კომუნიკაცია.
რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი კი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იქნება. სამუშაოები ჯამში ორ წელიწადზე მეტ ხანს გაგრძელდება.