ქუჩების რეაბილიტაცია ბათუმში და მძღოლების პრობლემები

ბათუმში თითქმის ყოველწლიურად რომელიმე ცენტრალური ქუჩა რეაბილიტაციის გამო თვეობით იკეტება. თუმცა, სამუშაოების დასრულების შემდეგ ერთი და იგივე ქუჩა შეიძლება პროცესში დაშვებული შეცდომების გამოსწორების მიზნით ხელახლა გადაიკეტოს. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო ბაგრატიონის ქუჩაზე, სადაც წლების განმავლობაში მძღოლებს ურთულეს პირობებში უწევდათ მოძრაობა. ქუჩის რეაბილიტაციის პროცესი გაზაფხულზე რამდენიმე თვით იმის გამო შეჩერდა, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ვალდებულებები ვერ შეასრულა და სამუშაოები შეწყვიტა. ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოებს სხვა კომპანია განაგრძობს.

რა დისკომფორტი ექმნება ასეთ დროს მოსახლეობას და ეტევა თუ არა ქუჩების რეაბილიტაციის პროცესი პროექტით გათვალისწინებულ ვადებში, – ნახეთ მერაბ წულუკიძის სიუჟეტი.